Monday, May 30, 2011

Anna

ძველი საბერძნეთი
ძველი საბერძნეთი, ელადა (ბერძნ. Hellas), ძველი ბერძნული სახელმწიფოების საერთო სახელწოდება. მოიცავდა ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთს, ეგეოსის ზღვის კუნძულებს, თრაკიის სანაპიროს, მცირე აზიის დასავლეთ სანაპირო ზოლს და ბერძნული კოლონიზაციის პერიოდში (ძვ. . VIII-V სს.) დაარსებული კოლონიების სამხრეთ იტალიის, აღმოსავლეთ სიცილიის, სამხრეთ საფრანგეთის ტერიტორიებს, აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროს (კირენაიკა), შავი ზღვის და აზოვის ზღვის სრუტეებსა და სანაპიროებს.
მიუთითებს პერიოდზე ბერძნულ ისტორიაში კლასიკურ ანტიკურ ხანაში, რომელიც გრძელდებოდა დაახ. ძვ. . 750-დან (არქაული პერიოდი) ძვ. . 146 წლამდე (რომის მიერ დაპყრობა). ეს პერიოდი კულტურის ქვაკუთხედად არ მიჩნეული, რომელმაც საფუძველი შეუქმნა დასავლეთის ცივილიზაციას. ბერძნულ კულტურას ძლიერი გავლენა ჰქონდა რომის იმპერიაზე, რომელმაც ამ კულტურის ვერსია ევროპის მრავალ სხვა ნაწილს მოჰფინა.
ძველი ბერძნების ცივილიზაცია უმნიშვნელოვანესი იყო ენის, პოლიტიკის, განათლების სისტემების, ფილოსოფიის, მეცნიერებისა და ხელოვნების მხრივ და მან დასაბამი მისცა რენესანსს დასავლეთ ევროპაში, თავს იჩენდა რა შემდგომში XVIII და XIX საუკუნეების ნეოკლასიკური აღორძინების პერიოდებშიც ცენტრალურ ევროპასა და ამერიკაში.

ბუნებვრივი პირობები და მოსახლეობის საქმიანობა

ბალკანეთის საბერძნეთი მთაგორიანი ქვეყანაა და ბუნებრივად სამ ნაწილად იყოფა. ესენია ჩრდილო, შუა და სამხრეთ საბერძნეთი. კლდოვანი, ძნელად დასაძლევი მთები გამოყოფს ჩრდილო და შუა საბერძნეთს.მხოლოდ ეგეოსის ძღვის გასწვრივ გამავალი ვიწრო გასასვლელებით უკავშირებოდნენ ძველად ეს მხარეები ერთმანეთს. მას ძველი ბერძნები თერმოპილეს კარს ეძახდნენ. შუა და სამხრეთ საბერძნეთი ერთმანეთთან კორინთოს ყელით არის დაკავშირებული. კორინთოს ვიწრო ყელის ბოლოში ხმელეთი ფართოვდება და საკმაოდ დიდ პელოპონესის ნახევარკუნძულს წარმოქმნის.
ჩრდილო საბერძნეთში ზომიერი,სამხრეთში კი სუბტროპიკული ჰავა ბატონობს.ზამთარი მის უმეტეს ნაწილში თბილი და წვიმიანია.
 ქვეყნის შუა და სამხრეთ ნაწილმა ცხელი და გვალვიანი ზაფხული იცის. წყლის სიმცირის გამო ცოტაა სახნავ-სათესი სავარგულები. მოსახლეობას მდინარეებისა და ნაკადულების ნაპირებთან მოჰყავდათ ქერი და ძირითადად მესაქონლეობასა და მებაღეობას მისდევდნენ. ასეთ გარემოებას განსაკუთრებით კარგად ეგუებოდა თხა და ამიტომ მოსახლეონის უმეტესი ნაწილი თხას ამრავლებდა.
ჩრდილო საბერძნეთი მდიდარი იყო ტყეებით, საძოვრებით და სახნავი მიწებით. ამიტომ აქ ამრავლებდნენ ცხენს, ცხვარს და სხვა მსვილფეხა საქონელს, მოჰყავდათ ქერი, პური, შვრია და სხვა. უხსოვარი დროიდან მისდევდნენ მევენახეობას, მოჰყვდათ  ზეთისხილი და სხვა კულტურები.
ზღვა უდიდეს როლს თამაშობდა ძველი ბერძნების საქმიანობაში. მეთევზეობა მათი მთავარი საქმიანობა იყო. მოსახლეობა რთული რელიეფის გამო, ზღვით უფრო ადვილად უკავშირდებოდა ერთმანეთს ვიდრე ხმელეთით. საბერძნეთის სანაპირო ზოლი ძალიან დაღარულია და ბევრგან ქმნის ყურეებსა და უბეებს. იგი საშუალებას აძლევდა მეზღვაურებს, თავი შეეფარებინათ ბობოქარი ზღვისგან და განევითარებინათ გემთმშენებლობა. ასეთ მოხერხებულ ყურეებში გაჩნდა დასახლებები, რომლებიც მოგვიაებით ზღვისპირა ნავსადგურებად იქცა. ზღვაოსნობას ისიც უწყობდა ხელს, რომ კუნძულები ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. ამიტომ განვითარდა აქ ადრე კაპოტაჟური(სანაპიროს გასწვრივ)  ნაოსნობა. მოგვიანებით მეზღვაურებმა ღია ზღვაში ცურვაც ისწავლეს.
საბერძნეთი მდიდარი იყო ხე ტყით, სამშენებლო ქვით, ვერცხლისა და რკინის საბადოებით, სხვადასხვა ხარისხისა და ფერის მარმარილოთი და სხვა ბუნერივი წიაღისეულით. ბერძნებს უხსოვარი დროიდან გაჰქონდათ ისინი საზღვარგარეთ.
ბალკანეთის საბერძნეთის გარშემო ზღვებში უამრავი დიდი და მცირე კუნძულია მიმოფანტული. ისინი უხსოვარი დროიდან მჭიდროდ იყო დასახლებული. ამ კუნძულთაგან ყველაზე დიდი არის კრეტა. აქ გაჩნდა ევროპაში უძველესი სახელმწიფო.
სამხრეთ ბალკანეთში ბერძენთა წინაპრები ძვ. წ II ათასწლეულის დასაწყისში გამოჩნდნენ. ძველი ბერძენი ისტორიკოსების გადმოცემით ისინი პელასგები იყვნენ. სინი მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას მისდევდნენ. კარგად ყოფილა მათ შორის განვითარებული ზღვაოსნობა და ვაჭრობაც. ძვ. წ. II ათასწლეულის შუახანებში ჩრდილოეთიდან მეომარი ტომების დაწოლამ, ასევე სტიქიურმა უბედურებებმა და შიმშილმა აიძულა ისინი აყრილიყვნენ და გადასახლებულიყვნენ.
კრეტა-უძველესი სახელმწიფო ევროპაში.
არქეოლოგებმა ძველი ბერძნების მრავალი ქალაქი და სოფელი გათხარეს და შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ერთ დროს ამ ხალხს ძლიერი სახელმწიფოებიც კი შეუქმნიათ. მათ შორის უძველესი კუნძულ კრეტაზე არსებული ცივილიზაცია იყო.
კუნძული კრეტა ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვების გასაყარზეა. ხმელთაშუა ზღვის სამყაროს თითქმის შუაგულში, გზაჯვარედინზე მდებარეობა, ჯერ კიდევ უხსოვარ დროში უყრიდა თავს აქ სხვადასხვა კუთხიდან მოსულ ხალხსა და ვაჭრებს. ძვ. წ. III ათასწლეულის შუახანებში მოვიდა ხალხი, რომელიც უკვე იცნობდა ბრინჯაოს. მიწათმოქმედება იყო მათი მთავარი საქმიანობა. მოჰყავდათ ქერი, ყურძენი, და ზეთისხილი. ამრავლებნენ თხას, ცხვარს, ღორსა და მსხვილფეხა საქონელს. მათ შექმნეს ბრწყინვალე კულტურა, რომელსაც მეცნიერებმა კრეტის მითიური მეფე მინოსის სახელიდან გამომდინარე, „მინოსური კულტურა“ უწოდეს.  მოგვიანებით აქ წარმოიშვა და განვითარდა სახელმწიფო. კრეტელებმა ზღვის პირას დიდი ქალაქები ააგეს. მათ შორის ძლიერებითა და სიდიდით კნოსოსი გამოირჩეოდა. იგი XX საუკუნის 20-იან წლებში აღმოაჩინა და შეისწავლა ცნობილმა ინგლისელმა არქეოლოგმა არტურ ევანსმა.
კრეტელები ქალაქებს დიდი სასახლეების  გარშემო აგებდნენ. გათხრილ სასახლეებს შორის ყველაზე დიდია კნოსოსის სასახლე. ამიტომ მეცნიერები ვარაუდობე, რომ სწორედ ამ ქალაქში იჯდა ქვეყნის მეფე. კნოსოსის სასახლე უზარმაზარი ნაგებობა იყო. იგი ერთმანეთთან კორიდორებით, კიბეებით, ეზოებითა და გასასვლელებით იყო დაკავშირებული. იგი ასობით ოთახის, დარბაზის, საკუჭნაოსა და სარდაფისაგან შედგებოდა. ზოგიერთ მონაკვეთში სასახლე ხუთ სართულიანიც კი იყო. ის უზარმაზარ შთაბეჭდილებას ახდენდა მნახველზე. ამის გამო შეიქმნა ალბათ მითი მეფე მინოსსა და მის ათას ოთახიან ლაბირინთზე.
სასახლეში მეფე, მისი ოჯახი და მსახურები ცხოვრობდნენ. ფართო და ფრესკებით მოხატულ დარბაზში იღებდა მეფე უცხოეთიდან ცამოსულ ელჩებსა და ვაჭრებს. ქალაქი საკმაოდ დიდი იყო. ქვით მოკირწყლულ ქუჩებს ორ ან სამ სართულიანი სახლები გადმოჰყურებდა. მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ აქ დაახლოებით 30000 ადამიანი ცხოვრობდა. რას არ შეხვდებოდით ნავსადგურებში გამართულ სავაჭრო მოედნებზე: სპილოს ძვალს აფრიკიდან, სპილენძს კვიპროსიდან, კალას ესპანეთიდან; შუშის ჭურჭელს, გამხმარ თევზსა და კედარს ფინიკიიდან; ხორბალსა და ფუფუნების საგნებს ეგვიპტიდან და სხვა. კრეტელებმა იეროგლიფური დამწერლობაც შექმნეს, რომელსაც მეცნიერებმა A ხაზოვანი დამწერლობა უწოდეს. კრეტაზე მრავლად არის ნაპოვნი თიხის ფირფიტები ამ დამწერლობით, მაგრამ ისინი ჯერ არ არის გაშიფრული. კრეტაზე ძვ. წ II ათასწლეულიდან დაწყებული აღმავლობის ხანა, ძვ წ. დაახლოებით 1700 წელს მომხდარმა საშინელმა მიწისძვრამ შეაფერხა. ქალაქები და სასახლეები დაინგრა ან ძლიერ დაზიანა. ხალხი არ შედრკა და კიდევ უფრო დიდი და ლამაზი სასახლეები ააგო, მაგრამ ძვ. წ. 1450 წელს დიდმა კატასტროფამ მიწასთან გაასწორა ისინი. წყაროები არაფერს ამბობდნენ, თუ რა მოხდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი შეიძლება იყოს მახლობელ კუნძულ  სანტორინზე ვულკანის გრანდიოზული ამოფრქვევა.
ქალაქები დაინგრა. ხალხის დიდი ნაწილი ნგრევასა და შიმშილს ემსხვერპლა. დარჩენილმა მოსახლეობა ვეღარ შეძლო წელში გამართვა. ასე დასუსტებული დახვდა კრეტა დამპყრობელ აქაელებს, ხოლო მოგვიენებით დორიელებს.

No comments:

Post a Comment