Tuesday, May 31, 2011

ეიფელის კოშკი

ეიფელის კოშკი (ფრანგ. Tour Eiffel) ლითონის კონსტრუქციაა შამ-დე-მარსზე, სენასთან, პარიზში. ეს პარიზის ყველაზე მაღალი სტრუქტურა და საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. სახელი დაერქვა პროექტის ავტორის ინჟინერი გუსტავ ეიფელის პატივსაცემად და ის ქალაქის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირშესანიშნაობაა, რომელსაც წელიწადში 5,5 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს.


სტატისტიკა
კოშკის სიმაღლე 300 მეტრია, რაც დაახ. 75 სართულს უდრის. მის თავზე 24 მეტრის სიმაღლის ანტენაა, რაც სტრუქტურის საერთო სიმაღლეს 324 მ ნიშნულზე სწევს. აშენების დროს, 1889 წელს, ეიფელის კოშკი ყველაზე მაღალი სტრუქტურა იყო მსოფლიოში, ტიტული, რომელიც მან 1930 წლამდე შეინარჩუნა, როცა ნიუ-იორკის კრაისლერ ბილდინგის (319 მ) მშენებლობა დასრულდა, თუმცა ეიფელი სიმაღლეში მას მაინც უსწრებდა თუ სიმაღლეში ამ სტრუქტურების ანძები ჩაითვლებოდა. ამჟამად ეიფელის კოშკი საფრანგეთში სიმაღლით მეორე სტრუქტურაა, 350 მ სიმაღლის ალუის გრძელი ტალღების გადამცემი ანძის (1939) აგების შემდეგ. შემდეგ მოდის ლა ტურ მონპარნასი, პარიზის მონპარნასის უბანში (209 მ).

კოშკის ლითონის სტრუქტურა 7.300 ტონას იწონის, მისი საერთო წონა კი 10.100 ტონაა. ზედა პლატფორმაზე ასასვლელი საფეხურების რაოდენობა იცვლებოდა კოშკის ისტორიის განმავლობაში, რამდენიმე რენოვაციის შედეგად: აშენების მომენტში 1889 წელს 1710 საფეხური ადიოდა სამიტის პლატფორმაზე 300.65 მ ნიშნულზე; 1980 წლის რენოვაციის შემდეგ საფეხურების რაოდენობა 1920-მდე გაიზარდა; ამჟამად 1665 საფეხუია, თუმცა ზედა პლატფორმაზე საფეხურებით ასვლა შეუძლებელია და დამთვალიერებლებს მხოლოდ ლიფტების გამოყენება შეუძლიათ.

ჰაერის ტემპერატურის მიხედვით ეიფელის კოშკის თავი შეიძლება მზისგან გადახურების გამო 8 სმ-მდე გადაიწიოს, მზე მიფიცხებულ მხარეს ლითონის გაფართოებისგან.

კოშკის რემონტი მოიცავს ყოველ შვიდ წელიწადში 50 ტონა სამი ფენა საღებავის წასმას კონსტრუქციის ლითონის ზედაპირის ჟანგისგან დასაცავად. დროგამოშვებით საღებავის ფერი იცვლება—ამჟამად კოშკი მოყავისფროდაა შეღებილი. პირველ სართულზე ინტერაქტიული კონსოლებია დამონტაჟებული, რომელშიც მსურველებს შეუძლიათ კენჭი ჰყარონ კოშკის მომავალი შეფერილობის შესარჩევად.

ისტორია 

სტრუქტურა შენდებოდა 1887 - 1989 წლებში როგორც ექსპო-იუნივერსელის შესასვლელი (1889), მსოფლიო გამოფენა, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის 100 წლისთავის აღსანიშნავად იგეგმებოდა. მისი გეოგრაფიული კოორდინატებია 48°51′29″N, 2°17′40″E. კოშკის ინაუგურაცია მოხდა 1889 წლის 31 მარტს, ხოლო საზოგადოებისთვის კი ის 6 მაისს გაიხსნა. 300-მა მუშამ ააწყო 18.038 ლითონის (სუფთა სტრუქტურული ფოლადის ფორმა) ნახვრეტებიანი კონსოლი, გამოიყენეს რა 2.5 მილიონი ჭანჭიკი, მორის კოხლინის სტრუქტურის პროექტით.

შეცდომის რისკი ძალიან დიდი იყო, ვინაიდან თანამედროვე ცათამბჯენთაგან განსხვავებით კოშკს ღია ჩონჩხი აქვს შუალედური სართულების გარეშე, ორი პლატფორმის გარდა. თუმცა, ვინაიდან ეიფელმა წინასწარი ზომები მიიღო მუშათა უსაფრთხოებისთვის, მშენებლობის პერიოდში მხოლოდ ერთი მათგანი დაიღუპა, ოტისის ლიფტების დამონტაჟებისას.

თავდაპირველად საზოგადოების რეაქცია კოშკის მიმართ მკვეთრად უარყოფითი იყო, ვინაიდან უმრავლესობას იგი თვალში ხინჯად ხვდებოდა. თუმცა ამჟამად ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმტაც სტრუქტურულ ხელოვნების ნიმუშად მიიჩნევა.

ჰოლივუდის ერთი ყველაზე დიდი კლიშეა - პარიზული ფანჯრიდან აუცილებლად უნდა სჩანდეს ეიფელის კოშკი. რეალურად, ზონური შეზღუდვების გამო პარიზში შენობათა სიმაღლეზე ზღვარი რამდენიმე სართულით შემოიფარგლება და ამიტომ მხოლოდ რამდენიმე შედარებით მაღალ შენობას აქვს კოშკზე წმინდა ხედი.

თავდაპირველად ეიფელს უფლება ჰქონდა აღებული კოშკი 20 წლით მდგარიყო, საკუთარი ხარჯების ამოსაღებად, თუმცა მოგვიანებით კოშკმა საკომუნიკაციო დანიშნულებაც მიიღო და ვადის გასვლის შემდეგაც გადაწყდა მისი დატოვება.

მაიკლ ჯექსონი

მაიკლ ჯოსეფ ჯექსონი (ინგლ. Michael Joseph Jackson, (დ. 29 აგვისტო, 1958 – გ. 25 ივნისი, 2009), ასევე ცნობილი როგორც MJ ან "პოპის მეფე" იყო ამერიკელი მუსიკოსი, მსახიობი და პოპ კერპი. მისი წარმატებული კარიერა და სკანდალური პირადი ცხოვრება 40 წლის მანძილზე პოპ კულტურის ნაწილი იყო. მაიკლ ჯექსონი საყოველთაოდ აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პოპულარულ მუსიკოსად ისტორიაში.

ბავშვობა და The Jackson 5

მაიკლ ჯექსონი დაიბადა ჯოზეფ და კეტრინ ჯექსონების ოჯახში, ქალაქ გერიში (ინდიანას შტატი). იგი იყო მერვე ათი შვილიდან. ჯოზეფმა შექმნა ოჯახური ჯგუფი Jackson 5, რომელიც თავდაპირველად გამოდიოდა მხოლოდ ადგილობრივ ბარებსა და კლუბებში. თუმცა, ამავე დროს, დამოუკიდებელ ლეიბლზე Steeltown Records ჩაწერილი იქნა ორი სინგლი, ხოლოდ 1969 წელს, ბობი ტეილორის დახმარებით მათ მოაწერეს ხელი კონტრაქტს მსხვილ ლეიბლთან Motown Records.

მალე ჯექსონების ოჯახი ცნობილი გახდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო 1970 წელს მათი პირველი ოთხი სინგლი სხვადასხვა დროს მოხვდა ამერიკული ჩარტების #1 ადგილზე. მაიკლი გამოირჩეოდა ყველასგან და უკვე ითვლებოდა წამყვან ძალად მთელ კოლექტივში, მით უმეტეს, რომ სწორედ მას ერგებოდა ხოლმე მთავარი ვოკალური სოლო-პარტიები. ის იქცევდა ყურადღებას ცეკვის საოცარი სტილით და სცენაზე მოძრაობის მანერით, რომელიც შეიმუშავა თავისი მუსიკალური კერპების, ჯეიმს ბრაუნისა და ჯეკი უილსონის გავლენით.

სოლო-კარიერის დაწყება
1973 წლიდან ხუთეულის პოპულარობამ იკლო და 1976 წლიდან კონტრაქტი გაფორმა სხვა კომპანიასთან, რასაც მოჰყვა ჯგუფის სახელის უბრალოდ The Jacksons-ით ჩანაცვლება. 1976-1984 წლებში მათ გამოსცეს კიდევ 6 ალბომი. ამასობაში მაიკლმა დაიწყო სოლო-კარიერა და გამოუშვა ოთხი წარმატებული სოლო-ალბომი.

1978 წელს მან დაიანა როსთან ერთად მონაწილეობა ფილმში The Wiz, რომელიც იყო ეკრანიზაცია ბროდვეის მიუზიკლისა ოზის საოცარი ჯადოქარი. გადაღებების დროს მან გაიცნო მუსიკალური რეჟისორი ქუინსი ჯონსი, რომელიც მისი ყველაზე ცნობილი ალბომების პროდიუსერად იქცა. აქედან პირველმა, Off the Wall (1979) წარადგინა მაიკლი, როგორც ნიჭიერი ახალგაზრდა მომღერალი, ხოლო სასცენო პროგრამამ - როგორც შესანიშნავი მოცეკვავე. ჩარტების სათავეში მოექცა სინგლები Don’t Stop 'Til You Get Enough და Rock With You, თავად ალბომი კი გაიყიდა 20 მილიონი ასლის ოდენობით. ბევრი კრიტიკოსი დღემდე თვლის, რომ ეს დისკი იყო დისკოს ჟანრის უკანასკნელი მნიშვნელოვანი ჩანაწერი.

Thriller და მოტაუნის 25-ე იუბილე (1982–83) 
1982 წელს ჯექსონმა ფილმისათვის 'უცხოპლანეტელი' (რეჟ.: სტივენ სპილბერგი) ჩაწერა სიმღერა "Someone In the Dark". იმავე წელს გამოიცა მაიკლის ლეგენდარული ალბომი Thriller, რომელიც თითქმის დამატებითი პრომო-კამპანიის გარეშე იქცა ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად და ცნობილ მუსიკალურ ალბომად. სინგლები ამ ალბომიდან ( "Billie Jean", "Beat It," და "Wanna Be Startin' Somethin'") ფიგურირებდნენ სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო სიმღერების ჰიტ-აღლუმებში. ალბომს მიენიჭა ორმაგი ალმასის სტატუსი, მთელ მსოფლიოში გაყიდული 29 მილიონი დისკისათვის. იგი კვლავ რჩება მსოფლიოს ყველაზე გაყიდვად მუსიკალურ ალბომად. დღეისათვის გაყიდულის მისი დაახლოებით 110 მილიონი ასლი.

პირადი ცხოვრება 
1994 წლის მაისში, მომღერალი მაიკლ ჯექსონი დაქორწინდა ცნობილი მომღერლის ელვის პრესლის შვილზე, ლიზა მარი პრესლიზე. ისინი მალევე დაშორდნენ, რადგან ლიზამ მაიკლს შვილი არ გაუჩინა. თუმცა 2010 წლის ბოლოს ლიზამ ჩაწერა ოპრა უინფრისთან ინტერვიუ სადაც იგი დაუფარავად საუბრობს მისი და მაიკლის ურთიერთობაზე და აღნიშნავს , რომ მათ ერთმანეთი ნამდვილად უყვარდათ.

1996 წლის 14 ნოემბერს მეორედ იგი დაქორწინდა დები როუზე. მათი ქორწინება ბევრად ხანგრძლივი გამოდგა ვიდრე ლიზა მარი პრესლისთან, მაიკლ ჯექსონს დები როუსგან ეყოლა შვილები: პრინს მაიკლ ჯოზეფ ჯექსონი და ქალიშვილი პერის ჯექსონი .

მალევე ისინი დაშორდნენ დებიმ კი განაცხადა: "მაიკლს ძალიან უნდოდა შვილები, ის არის საუკეთესო მამა. მე შვილები არ მიმიტოვებია, უბრალოდ შვილები მხოლოდ მაიკლის გამო გავაჩინე "

ცნობილია, რომ მაიკლ ჯექსონი, როგორც მამა, თავის მოვალეობებს პირნათლივ ასრულებს. ეს განაცხადა მისი სიკვდილის შემდეგ პერის ჯექსონმაც:

მამიკო იყო საუკეთესო მამა , რომელიც კი შეიძლებოდა ოდესმე წარმოგედგინათ , მე მხოლოდ მინდოდა მეთქვა , რომ ის ძლიერ მიყვარს.

მაიკლის ირგვლივ სწორედ ამან გამოიწვია დიდი სკანდალი, მისი არანორმალური სიყვარული ბავშვების მიმართ იქცა იმის საბაბად, რომ მისთვის ეჩივლათ სასამართლოში პედოფილიისთვის. ცნობილია რომ მაიკლ ჯექსონის წინააღმდეგ 2 სასამართლო ჩატარდა და ვერც ერთზე ვერ დამტკიცდა მისი დამნაშავეობა. პირველად მბრალდებელი იყო ჯორდან ჩენდლერი, რომლის მამამაც აღიარა, რომ ჯექსონისგან ფულის გამოძალვის მიზნით მოიქცა ასე, ხოლო მეორე - ერვინ გავიზო, რომლის მშობლებმაც ასევე ტყუილად დასდეს ბრალი მაიკლს.


გარდაცვალება 
2009 წლის აპრილში მასმედიისთვის გახდა ცნობილი, რომ ექიმებმა ჯექსონს კანის კიბო აღმოუჩინეს, აგრამ მომღერლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა რომ მომღერალი სრულიად ჯანმრთელია. ამავე წლის 25 ივნისს ლოს ანჯელესში მისივე საცხოვრებელ სახლში, პოპ-მუსიკის ლეგენდა წაიქცა. ამერიკის პოლიციის ნომერზე - 911 ადგილობრივი დროით 12:21 წუთზე დაირეკა . როდესაც ექიმები მივიდნენ, ჯექსონს უკვე სუნთქვა შეწყვეტილი ჰქონდა . მას სწრაფად ჩაუტარეს გულის მასაჟები, მაგრამ იგი კალიფორნიის უნივერსტეტში მიყვანისას კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა . სიკვდილის მიზეზი, სავარაუდოდ გულის გაჩერება გახდა. მართალია, ჯექსონის გარდაცვალებაში კრიმინალური კვალი არ ჩანს, მაგრამ პოლიცია საქმეს მაინც იძიებს.

Monday, May 30, 2011

ტროპკული ტყეები

ტროპიკული ტყეები
ეკვატორს გარს აკრავს ტროპიკული ტყეების ვიწრო სარტყელი. მიუხედავად ამისა, რომ ტროპიკული  ტყეების მწვანე საფარი დედამიწის მხოლოდ 20% შეადგენს,ცხოველთა და მცენარეთა სახეობების ნახევარზე მეტი აქ ბინადრობს.ტროპიკულ ტყეებს განადგურება ემუქრება,რადგან ადამიანები ტყეებს მიწათმოქმედებისთვის, მაღაროებისთვის და ტყის მასალის მოსაპოვებლად ჭრიან.ყოველ წელს ტროპიკული ტყის 100 000 კმ/სთ ნადგურდება,ანუ წამში 1 ფეხბურთის მოედნის ხელა ტერიტორია.
დედამიწის ფილტვები
ტროპიკული ტყეები დედამიწის მხოლოდ მცირე პროცენტს შეადგენენ,მაგრამ ჟანგბადის 40% გამოიმუშავებენ და დიდი ოდენობით ნახშიროჟანგს შთანთქავენ.1945 წლის შემდეგ ტროპიკული ტყეების ნახევარი განადგურდა.მეცნიერები შიშობენ, რომ თუ  ჟანგბადის და ნახშიროჟანგის ბალანსი დაირღვა,დედამიწაზე კლიმატი  შეიცვლება.
უფესვო მცენარეები
ეპიფიტებს მიწაში ფესვები არ აქვთ გადგმული.ამ ხეს ფესვები ტოტებივით ზევით  აქვს აშვერილი და სხვა ხეების ტოტებს ეჭიდება.წყალს ჰაერიდან ან წვიმის დროს ისრუტავს.
მსოფლიოს ცხოველთა და მცენარეთა სახეობების ნახევარიხშირფოთლოვანი ტროპიკული ტყეები მცენარეთა და ყვავილთა გასაოცარი მრავალფეროვნებით გამოირჩევა.300 სახეობა ერთ ჰა-ზე,ეს გაცილებით მეტია ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.მცენარეთა 70% ხეებია.თანამედროვე მედიცინა მასალის  25% ტროპიკული ტყეებიდან იღებს,მათ შორის,ქინა-ქინას რომელიც მალარიის სამკურნალოდ გამოიყენება.დედამიწის ფლორისა და ფაუნის ნახევარს სწორედ ტროპიკებში შეხვდებით.იმის გამო,რომ ეს ტერიტორიები ჯერ კარგად არ არის შესწავლილი,მეცნიერების ვარაუდით,სახეობათა ერთ ნაწილს კაცობრიობა არც იცნობს.ისეთი ფრინველი,როგორიცაა ტუკანი,სამოთხის ჩიტები,ობობა მაიმუნები,გიბონები,ხალიანი იაგუარი,ზარმაცუნები,ხეზე მცოცავი გველები,ულამაზესი პეპლები არც ისე დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს.
ტყის წითელი ადამიანებიორანგუტანები სუმატრის და ბორნეოს ტყეებში თანაარსებობენ, გრძელ ხეებს 2 მეტრზე აწვდიან და ხეებზე ისე გადაადგილდებიან. სახელი „ორანგუტანი'' მალაიურიდან მომდინარეობს და „ტყის ადამიანს'' ნიშნავს. როგორც სხვა დიდი მაიმუნები, ორანგუტანებიც გადაშენების პირას არიან. მხოლოდ ორი სახეობაა შემორჩენილი,  თითოეული სახეობიდან  რამდენიმე ათასი ეგზემპლარი დარჩა. ორანგუტანებს ხის ტოტებზე აშენებულ ნაგებობებში სძინავთ და მშობიარობენ. ხილით იკვებებიან და მთელ დღეს ხიდან ხეზე ხტუნვაში ატარებენ.
როდის წვიმს?თითქმის ყოველდღე. ტროპიკულ ტყეები ყველაზე ნესტიანი ადგილებია მსოფლიოში. საშუალო წლიური ნალექი 1500 მმ-დან 4000 მმ-მდეა. ჰარი მუდმივად თბილია. ცდომილება პატარაა ან საერთოდ არ არის.

Anna

ძველი საბერძნეთი
ძველი საბერძნეთი, ელადა (ბერძნ. Hellas), ძველი ბერძნული სახელმწიფოების საერთო სახელწოდება. მოიცავდა ბალკანეთის ნახევარკუნძულის სამხრეთს, ეგეოსის ზღვის კუნძულებს, თრაკიის სანაპიროს, მცირე აზიის დასავლეთ სანაპირო ზოლს და ბერძნული კოლონიზაციის პერიოდში (ძვ. . VIII-V სს.) დაარსებული კოლონიების სამხრეთ იტალიის, აღმოსავლეთ სიცილიის, სამხრეთ საფრანგეთის ტერიტორიებს, აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროს (კირენაიკა), შავი ზღვის და აზოვის ზღვის სრუტეებსა და სანაპიროებს.
მიუთითებს პერიოდზე ბერძნულ ისტორიაში კლასიკურ ანტიკურ ხანაში, რომელიც გრძელდებოდა დაახ. ძვ. . 750-დან (არქაული პერიოდი) ძვ. . 146 წლამდე (რომის მიერ დაპყრობა). ეს პერიოდი კულტურის ქვაკუთხედად არ მიჩნეული, რომელმაც საფუძველი შეუქმნა დასავლეთის ცივილიზაციას. ბერძნულ კულტურას ძლიერი გავლენა ჰქონდა რომის იმპერიაზე, რომელმაც ამ კულტურის ვერსია ევროპის მრავალ სხვა ნაწილს მოჰფინა.
ძველი ბერძნების ცივილიზაცია უმნიშვნელოვანესი იყო ენის, პოლიტიკის, განათლების სისტემების, ფილოსოფიის, მეცნიერებისა და ხელოვნების მხრივ და მან დასაბამი მისცა რენესანსს დასავლეთ ევროპაში, თავს იჩენდა რა შემდგომში XVIII და XIX საუკუნეების ნეოკლასიკური აღორძინების პერიოდებშიც ცენტრალურ ევროპასა და ამერიკაში.

ბუნებვრივი პირობები და მოსახლეობის საქმიანობა

ბალკანეთის საბერძნეთი მთაგორიანი ქვეყანაა და ბუნებრივად სამ ნაწილად იყოფა. ესენია ჩრდილო, შუა და სამხრეთ საბერძნეთი. კლდოვანი, ძნელად დასაძლევი მთები გამოყოფს ჩრდილო და შუა საბერძნეთს.მხოლოდ ეგეოსის ძღვის გასწვრივ გამავალი ვიწრო გასასვლელებით უკავშირებოდნენ ძველად ეს მხარეები ერთმანეთს. მას ძველი ბერძნები თერმოპილეს კარს ეძახდნენ. შუა და სამხრეთ საბერძნეთი ერთმანეთთან კორინთოს ყელით არის დაკავშირებული. კორინთოს ვიწრო ყელის ბოლოში ხმელეთი ფართოვდება და საკმაოდ დიდ პელოპონესის ნახევარკუნძულს წარმოქმნის.
ჩრდილო საბერძნეთში ზომიერი,სამხრეთში კი სუბტროპიკული ჰავა ბატონობს.ზამთარი მის უმეტეს ნაწილში თბილი და წვიმიანია.
 ქვეყნის შუა და სამხრეთ ნაწილმა ცხელი და გვალვიანი ზაფხული იცის. წყლის სიმცირის გამო ცოტაა სახნავ-სათესი სავარგულები. მოსახლეობას მდინარეებისა და ნაკადულების ნაპირებთან მოჰყავდათ ქერი და ძირითადად მესაქონლეობასა და მებაღეობას მისდევდნენ. ასეთ გარემოებას განსაკუთრებით კარგად ეგუებოდა თხა და ამიტომ მოსახლეონის უმეტესი ნაწილი თხას ამრავლებდა.
ჩრდილო საბერძნეთი მდიდარი იყო ტყეებით, საძოვრებით და სახნავი მიწებით. ამიტომ აქ ამრავლებდნენ ცხენს, ცხვარს და სხვა მსვილფეხა საქონელს, მოჰყავდათ ქერი, პური, შვრია და სხვა. უხსოვარი დროიდან მისდევდნენ მევენახეობას, მოჰყვდათ  ზეთისხილი და სხვა კულტურები.
ზღვა უდიდეს როლს თამაშობდა ძველი ბერძნების საქმიანობაში. მეთევზეობა მათი მთავარი საქმიანობა იყო. მოსახლეობა რთული რელიეფის გამო, ზღვით უფრო ადვილად უკავშირდებოდა ერთმანეთს ვიდრე ხმელეთით. საბერძნეთის სანაპირო ზოლი ძალიან დაღარულია და ბევრგან ქმნის ყურეებსა და უბეებს. იგი საშუალებას აძლევდა მეზღვაურებს, თავი შეეფარებინათ ბობოქარი ზღვისგან და განევითარებინათ გემთმშენებლობა. ასეთ მოხერხებულ ყურეებში გაჩნდა დასახლებები, რომლებიც მოგვიაებით ზღვისპირა ნავსადგურებად იქცა. ზღვაოსნობას ისიც უწყობდა ხელს, რომ კუნძულები ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. ამიტომ განვითარდა აქ ადრე კაპოტაჟური(სანაპიროს გასწვრივ)  ნაოსნობა. მოგვიანებით მეზღვაურებმა ღია ზღვაში ცურვაც ისწავლეს.
საბერძნეთი მდიდარი იყო ხე ტყით, სამშენებლო ქვით, ვერცხლისა და რკინის საბადოებით, სხვადასხვა ხარისხისა და ფერის მარმარილოთი და სხვა ბუნერივი წიაღისეულით. ბერძნებს უხსოვარი დროიდან გაჰქონდათ ისინი საზღვარგარეთ.
ბალკანეთის საბერძნეთის გარშემო ზღვებში უამრავი დიდი და მცირე კუნძულია მიმოფანტული. ისინი უხსოვარი დროიდან მჭიდროდ იყო დასახლებული. ამ კუნძულთაგან ყველაზე დიდი არის კრეტა. აქ გაჩნდა ევროპაში უძველესი სახელმწიფო.
სამხრეთ ბალკანეთში ბერძენთა წინაპრები ძვ. წ II ათასწლეულის დასაწყისში გამოჩნდნენ. ძველი ბერძენი ისტორიკოსების გადმოცემით ისინი პელასგები იყვნენ. სინი მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას მისდევდნენ. კარგად ყოფილა მათ შორის განვითარებული ზღვაოსნობა და ვაჭრობაც. ძვ. წ. II ათასწლეულის შუახანებში ჩრდილოეთიდან მეომარი ტომების დაწოლამ, ასევე სტიქიურმა უბედურებებმა და შიმშილმა აიძულა ისინი აყრილიყვნენ და გადასახლებულიყვნენ.
კრეტა-უძველესი სახელმწიფო ევროპაში.
არქეოლოგებმა ძველი ბერძნების მრავალი ქალაქი და სოფელი გათხარეს და შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ერთ დროს ამ ხალხს ძლიერი სახელმწიფოებიც კი შეუქმნიათ. მათ შორის უძველესი კუნძულ კრეტაზე არსებული ცივილიზაცია იყო.
კუნძული კრეტა ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვების გასაყარზეა. ხმელთაშუა ზღვის სამყაროს თითქმის შუაგულში, გზაჯვარედინზე მდებარეობა, ჯერ კიდევ უხსოვარ დროში უყრიდა თავს აქ სხვადასხვა კუთხიდან მოსულ ხალხსა და ვაჭრებს. ძვ. წ. III ათასწლეულის შუახანებში მოვიდა ხალხი, რომელიც უკვე იცნობდა ბრინჯაოს. მიწათმოქმედება იყო მათი მთავარი საქმიანობა. მოჰყავდათ ქერი, ყურძენი, და ზეთისხილი. ამრავლებნენ თხას, ცხვარს, ღორსა და მსხვილფეხა საქონელს. მათ შექმნეს ბრწყინვალე კულტურა, რომელსაც მეცნიერებმა კრეტის მითიური მეფე მინოსის სახელიდან გამომდინარე, „მინოსური კულტურა“ უწოდეს.  მოგვიანებით აქ წარმოიშვა და განვითარდა სახელმწიფო. კრეტელებმა ზღვის პირას დიდი ქალაქები ააგეს. მათ შორის ძლიერებითა და სიდიდით კნოსოსი გამოირჩეოდა. იგი XX საუკუნის 20-იან წლებში აღმოაჩინა და შეისწავლა ცნობილმა ინგლისელმა არქეოლოგმა არტურ ევანსმა.
კრეტელები ქალაქებს დიდი სასახლეების  გარშემო აგებდნენ. გათხრილ სასახლეებს შორის ყველაზე დიდია კნოსოსის სასახლე. ამიტომ მეცნიერები ვარაუდობე, რომ სწორედ ამ ქალაქში იჯდა ქვეყნის მეფე. კნოსოსის სასახლე უზარმაზარი ნაგებობა იყო. იგი ერთმანეთთან კორიდორებით, კიბეებით, ეზოებითა და გასასვლელებით იყო დაკავშირებული. იგი ასობით ოთახის, დარბაზის, საკუჭნაოსა და სარდაფისაგან შედგებოდა. ზოგიერთ მონაკვეთში სასახლე ხუთ სართულიანიც კი იყო. ის უზარმაზარ შთაბეჭდილებას ახდენდა მნახველზე. ამის გამო შეიქმნა ალბათ მითი მეფე მინოსსა და მის ათას ოთახიან ლაბირინთზე.
სასახლეში მეფე, მისი ოჯახი და მსახურები ცხოვრობდნენ. ფართო და ფრესკებით მოხატულ დარბაზში იღებდა მეფე უცხოეთიდან ცამოსულ ელჩებსა და ვაჭრებს. ქალაქი საკმაოდ დიდი იყო. ქვით მოკირწყლულ ქუჩებს ორ ან სამ სართულიანი სახლები გადმოჰყურებდა. მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ აქ დაახლოებით 30000 ადამიანი ცხოვრობდა. რას არ შეხვდებოდით ნავსადგურებში გამართულ სავაჭრო მოედნებზე: სპილოს ძვალს აფრიკიდან, სპილენძს კვიპროსიდან, კალას ესპანეთიდან; შუშის ჭურჭელს, გამხმარ თევზსა და კედარს ფინიკიიდან; ხორბალსა და ფუფუნების საგნებს ეგვიპტიდან და სხვა. კრეტელებმა იეროგლიფური დამწერლობაც შექმნეს, რომელსაც მეცნიერებმა A ხაზოვანი დამწერლობა უწოდეს. კრეტაზე მრავლად არის ნაპოვნი თიხის ფირფიტები ამ დამწერლობით, მაგრამ ისინი ჯერ არ არის გაშიფრული. კრეტაზე ძვ. წ II ათასწლეულიდან დაწყებული აღმავლობის ხანა, ძვ წ. დაახლოებით 1700 წელს მომხდარმა საშინელმა მიწისძვრამ შეაფერხა. ქალაქები და სასახლეები დაინგრა ან ძლიერ დაზიანა. ხალხი არ შედრკა და კიდევ უფრო დიდი და ლამაზი სასახლეები ააგო, მაგრამ ძვ. წ. 1450 წელს დიდმა კატასტროფამ მიწასთან გაასწორა ისინი. წყაროები არაფერს ამბობდნენ, თუ რა მოხდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი შეიძლება იყოს მახლობელ კუნძულ  სანტორინზე ვულკანის გრანდიოზული ამოფრქვევა.
ქალაქები დაინგრა. ხალხის დიდი ნაწილი ნგრევასა და შიმშილს ემსხვერპლა. დარჩენილმა მოსახლეობა ვეღარ შეძლო წელში გამართვა. ასე დასუსტებული დახვდა კრეტა დამპყრობელ აქაელებს, ხოლო მოგვიენებით დორიელებს.